|
2022-02-15 11:01:13, 512 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, მასშტაბური ტექნოლოგიური გადამზადების პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ მიმდინარეობს
"თიბისისა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც "თიბისი", გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთად არიან ჩართულები პროექტში - „500 ქალი ტექნოლოგიებში". პროგრამა მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქალები 16 წლიდან, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ტექნოლოგიებში ცოდნა და გამოცდილება. პროგრამაში ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ერთვებიან მათთვის საინტერესო მიმართულებით. ეს პროგრამებია: ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ ბუთქემფს სთავაზობს. ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი - "თიბისია". "თიბისი", როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს. „ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ქალებს, გაიკვალონ კაერიერული გზა ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად დარგში და შესაბამისად შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი. თიბისი IT აკადემიის ბაზაზე მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტექ-ინდუსტრიაში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მათი გაძლიერება თიბისისთვის უაღრესად პრიორიტეტული საკითხია", - აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი არის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დამსაქმებელი, რომელიც მომავალი თაობის გადამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)