|
2022-02-13 13:22:46, 744 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვას პრემიერი - საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, არავის სჯეროდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა შესაძლებელი იყო
„საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, სინამდვილეში არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ამბიციები "საბჭოთა კავშირი 2“-ის აღდგენისკენაა მიმართული. „10-12 წლის წინ საქართველოში დატრიალებულ ამბებამდე, სინამდვილეში არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო დღისით, მზისით სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ჩვენ ყველა პარტნიორს ვაფრთხილებდით. ნახეთ, ეს სერიოზული ცვლილებებია-თქო. შეიძლება ასე იყო ყოველთვის, უბრალოდ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, თუ როგორ ხედავდა კრემლი მსოფლიოს. ასეთია მათი ამბიცია - მე ამას ვუწოდებ "საბჭოთა კავშირი 2“-ის აღდგენისკენ მიმართულ ამბიციებს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს უფრო რუსეთის იმპერიალიზმისკენ მიმართული ამბიციებია. ეს ამბიციები რეალურია და შესაძლოა მსგავსი რამ დღისით, მზისით მოხდეს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამის აღქმა დაიწყო ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოჰყვა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლოა, შექმნილ ვითარებას ჯერ კიდევ ბლეფად აღიქვამდეს“, - აღნიშნა ინგრიდა შიმონიტემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)