20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 14:20:31, 858 ნახვა

მსოფლიო
პროვოკაციის შიშით რუსეთმა უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების პერსონალი გაიყვანა

რუსეთმა უკრაინაში საელჩოსა და საკონსულოების პერსონალის ოპტიმიზაცია მოახდინა, „კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციების შიშით“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა კიევში საელჩოსა და გენერალური საკონსულოების პერსონალი ლვოვში, ოდესასა და ხარკოვში.

„კიევის რეჟიმის ან მესამე ქვეყნების შესაძლო პროვოკაციების შიშით, ჩვენ რეალურად მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის გარკვეული ოპტიმიზაციის შესახებ. თქვენს ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები განაგრძობენ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

მან გაიხსენა, რომ ინფორმაცია რუსი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ პირველად გაჩნდა The New York Times-ში მიმდინარე წლის იანვარში. ზახაროვას თქმით, „ამ ჩაყრის“ მიზანი იყო „საინფორმაციო საფარის შექმნა“ აშშ-სთვის და სხვა ქვეყნებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics