20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 18:16:21, 682 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს უსაფრთხოების წინადადებასთან დაკავშირებით კოლექტიური საპასუხო წერილი გაუგზავნა

ვროკავშირმა რუსეთს, უსაფრთხოების წინადადებასთან დაკავშირებით, ბლოკის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, კოლექტიური საპასუხო წერილი გაუგზავნა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჟოზეფ ბორელმა გადაწყვიტა პასუხი ყველა სახელმწიფოს სახელით დაებრუნებინა, რათა „გამოევლინა ერთიანობა“.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა უპასუხოს მინისტრ ლავროვის მესიჯს 27 ქვეყნის სახელით“, - განაცხადა კომისიის სპიკერმა.

როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა „როიტერსს“ განუცხადეს, ლავროვისთვის გაგზავნილი წერილი განიხილება, როგორც 27 ქვეყნის ბლოკის გაყოფის გზა, რომელსაც განსხვავებული სიმპათიები აქვს მოსკოვის მიმართ, რომლისთვისაც განიხილება ეკონომიკური სანქციები უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.

ევროკავშირში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ წერილი მიიღეს, თუმცა მისი შინაარსი არ გახმაურებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics