|
2022-02-10 14:58:16, 873 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. დაკავებული ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაკომპლექტებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. პოლიციამ ბოროტმოქმედი მაშინ დააკავა, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილის დაწვას გეგმავდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა რომ დაკავებული ასევე მონაწილეობდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეების დაშინებაში. უკრაინის სპეცსამსახურებმა ასევე გამოავლინეს, რომ დაკავებული დაკავშირებულია უცხოქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მიტინგების ორგანიზატორებთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ. SBU-ს გამომძიებლების მიერ დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 258 მუხლით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)