|
2022-02-08 12:00:08, 638 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო ვლადიმერ პუტინს პასუხობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის საკითხს კიევი „თავად მოაგარებს“
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პასუხობს, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა და აცხადებს, რომ კიევი „ამას თავად მოაგარებს“. „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ ამას ჩვენ თვითონ გავარკვევთ აქ, უკრაინაში“, - დაწერა პეტრო პოროშენკომ „ტელეგრამ“ არხზე. უკრაინის ექს-პრეზიდენტმა „ტელეგრამის“ არხზე საკუთარ სისხლისსამართლებრივ დევნას ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის, ვლადიმირ ზელენსკის სურვილი უწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ამ ჟესტით სურს, ვლადიმერ პუტინს „საჩუქარი გაუკეთოს“. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს სთავაზობს პოლიტიკურ თავშესაფარს და მზად არის, ეს ახლავე გააკეთოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)