|
2022-02-08 10:41:23, 583 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ გვაქვს ნება, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა გარანტირებული იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპაში. არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)