15:57 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 16:00:03, 938 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველად შესვლისას ვნახე და დღევანდელს შორის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა.

როგორც ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა შეიცვალოს.

მანვე დასძინა, რომ რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც ციხეში პირველი შესვლის დროს მოინახულა, დღევანდელთან შედარებით.

„ექიმები უნდა შევიდნენ, მკურნალობის შეცვლა არის საჭირო, მკურნალობა უნდა შეიცვალოს. სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც მე ციხეში პირველი შესვლის დროს ვნახე, ნოემბერში და დღევანდელთან შედარებით. მე კიდევ შევალ თებერვლის შუისკენ და იმედი მაქვს, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics