|
2022-02-07 13:26:39, 766 ნახვა
ეკონომიკა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა - „სტაბილურზე“ შეუნარჩუნა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეფექტური და სანდო პოლიტიკის ჩარჩო და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკრო სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება. საკრედიტო კუთხით ეს ძლიერი მხარეები ბალანსდება სახელმწიფო ვალის არსებითი სავალუტო რისკებით, მაღალი ფინანსური დოლარიზაციითა და იმავე რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო სექტორის ფინანსებით. „დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს. 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა. ჩვენ მოველით, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2022 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს. მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6%-ის შემდეგ Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგზე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის უარყოფითი გავლენა ბალანსდება ძლიერი და თანმიმდევრული მაკრო პოლიტიკით. საკრედიტო რეიტინგზე ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა გულისხმობს საქართველოს მაკრო პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოსა და ფრთხილ ფისკალურ სტრატეგიას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ, ისტორიულად, საგარეო შოკებისადმი, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)