|
2022-02-07 13:23:00, 585 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით უკვე ისარგებლეს იმერეთის რეგიონში. ჭიათურასა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, ჭიათურაში ამცრელ პუნქტამდე, სოფელ უსახელოსა და ბერეთისის მცხოვრებთა ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის, ვარძიის და ხიდრის სოფლების მოსახლეობა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადგილზე, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით აიცრნენ. ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. „ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც. თიანეთის მუნიციპალიტეტისა და სოფელ მუხრანის მაცხოვრებლებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილზევე მოხდა მსურველთა ვაქცინაცია. პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები აჭარის რეგიონშიც. მთავარი სამიზნე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურია, სადაც მოსახლეობის ვაქვინაციით მოცვა შედარებით დაბალია. კამპანიის ფარგლებში, რეგიონის მაცხოვრებლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. საუბრის მთავარი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის უსაფრთხოებას შეეხებოდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით მოცვა შედარებით დაბალია, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად იმართება. სოფლად ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატს მიიღებს. პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)