17:09 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 15:11:09, 847 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რომ შემეძლოს, ამ უსახურობის ნაცვლად სამთა კავშირს - ლონდონს, ვარშავას, კიევს შევუერთდებოდი

„ამ უსახურების ნაცვლად, შევუერთდებოდი სამთა კავშირს (ლონდონი, ვარშავა, კიევი) და უკრაინას უსასყიდლოდ გადავცემდი რამდენიმე ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს)“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისი თქმით, შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში, იგი მსოფლიოს წინასწარ გააფრთხილებდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასაც აპირებს.

„რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:

1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი;

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა)“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics