|
2022-02-03 09:41:59, 797 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა - ვაჰე ღაზარიანმა უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე, ვახტანგ გომელაურმა, დელეგაციის წევრებთან და სომხეთის პოლიციის უფროსთან ერთად, გვირგვინით შეამკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალური კედელი. ამასთან, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი. „ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს. ვახტანგ გომელაურმა და ვაჰე ღაზარიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის ახლად შექმნილ საპატრულო სამსახურს წარმატებები უსურვა. შეხვედრის დასასრულს, სომხეთის პოლიციის უფროსის - ვაჰე ღაზარიანის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური და საქართველოს დელეგაციის წევრები დაჯილდოვდნენ მედლით - „თანამშრომლობის გაძლიერებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)