02:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 10:33:21, 871 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-მ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ს პასუხიდან უკვე ცხადია, რომ ამერიკულმა მხარემ უგულებელყო რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება,

„უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“ , – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

პუტინმა გაიხსენა, რომ სსრკ -ს დაშლის შემდეგ , ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა , მაგრამ ახლა ნატოში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი .

"ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს. როგორც ხალხი ამბობს, მოატყუეს, უბრალოდ მოატყუეს", - დასძინა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics