|
2022-01-31 18:32:52, 771 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი - უკრაინისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გამეორებასთან ერთად მოქმედებისთვის მზაობა
გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის, ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, ამ გარემოებაში მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გამეორებასთან ერთად მოქმედებისთვის მზაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ამასთან, ელჩი პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს მიესალმება. „როგორც იცით, გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის, ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, გადამწყვეტი მომენტია ევროპისა და ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მხრიდან. რაც შეეხება ამჟამინდელ დისკუსიებს, მივესალმები პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს.“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)