|
2022-01-31 18:10:03, 532 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია „ქართულ ოცნებაზე“ - იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, საომარი მოქმედებების პროვოცირებას უკრაინას რომ არ აბრალებენ
„მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“, - ამის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა. „რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა. საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ. მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“, - წერს ნიკა გვარამია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)