19:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 16:27:48, 518 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა, თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია!

„რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეამციროს ხალხმა ოცნების შანსები, რათა მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით ვეღარ აკონტროლოს ქალაქები და სოფლები!

„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics