|
2022-01-31 16:07:35, 502 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ადმინისტრაციული შენობები ციხე-სიმაგრეებად იქცა, სადაც მანდატების ქურდები გამაგრდნენ
„მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხის მობილიზაცია, ვინაიდან ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია. ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ხალხი „ფორმაში იქნება“, ამჟამინდელი ხელისუფლება მმართველობას დიდხანს ვერ გააგრძელებს. „ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით ლარის მოპარვაზე. მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ. ამაზე ერთადერთი პასუხია კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასტანს დიდხანს, თუ ჩვენ ფორმაში ვიქნებით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)