|
2022-01-29 11:08:16, 1452 ნახვა
სამხედრო
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. უწყების ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქული მხრიდან 11 ერთეული ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანა, 2 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ერთეული ტრაქტორი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადაეცა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722,69 აშშ დოლარს შეადგენს. ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი კახაბერ ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)