|
2022-01-27 20:39:45, 678 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა. მას რეკომენდაცია აბსოლუტური უმრავლესობით, სხდომაზე მყოფმა ყველა წევრმა გაუწია. ხაზგასასმელია, რომ კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს რეკომენდაცია არ მიანიჭა. აღნიშნული პირები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან. უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კომიტეტის წევრებმა მათ მხარი, აქაც ერთხმად დაუჭირეს. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)