|
2022-01-27 18:11:03, 819 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე - ოპოზიციის ნაწილი საკუთარ დღის წესრიგს უფრო ხედავს, ვიდრე უკრაინას
ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ასეთ რეზოლუციებში საკუთარ დღის წესრიგს უფრო ხედავს ვიდრე უკრაინას. - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვლი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, რომელზეც ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება ვერ შედგა. მისი განცხადებით, რეზოლუციაში ყველა საკითხი ასახულია. "ჩემი შეფასებით, აქაც სამწუხარო არის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინას აქვს. ვფიქრობ, მთავარი არსი ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს. რაც შეეხება ფორმებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციიის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და უფრო მეტად ასეთ რეზოლუციებში ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხს. უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მიღწეული. სწორედ ამისი მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ კონსულტაცია, თუმცა სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)