21:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 15:04:25, 829 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი დღეს, დღის ბოლომდე დარეგისტრირდება.

მისივე თქმით, თუ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთ ტექსტზე მოხდება შეთანხება, საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ქართული ოცნება" რეზოლუციის საკუთარ ვერსიას დაარეგისტრირებს.

„მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს.  არავის შეუძლია, მიუთითოს რომელიმე ქვეყანას მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს. ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით. 

ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ რეზოლუციას. ჩვენ თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გაწია საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics