22:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 21:44:51, 1105 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის 6 წუთ-ნახევარი არა გვაქვს, მასალას აკლია

„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის 6 წუთ-ნახევარი, შიდა რაკურსით გადაღებული აკლია, არა გვაქვს. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კადრებზე ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

„ახლა გავეცანით ისევ იგივე ეპიზოდებს იმიტომ, რომ ჩვენ პირველადი დათვალიერების შემდეგ, რაღაც შეკითხვები გვქონდა და ახლაც ზუსტად ტაიმ კოდებით დავთავლეთ და 6 წუთ-ნახევარი მასალა აკლია ზუსტად იმ ვითარებას, როცა ის გადმოჰყავთ სასწრაფოდან. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს კამერა და როგორც აგვიხსნეს, ამაზე ექსპერტიზაა დანიშნული, რამდენად ეს კადრი არის გათიშვით გამოწვეული, თუ ელემენტის დაჯდომით მართლა. ამის დადგენა შესაძლებელია და რამდენად შესაძლებელია, ასევე აღდგენა ამ მასალის, თუ ის არსებობდა. 6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არა გვაქვს. აქ არ არის ყოველ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, საკმარისია მასალა იმისთვის რომ ყველაფერი დადგინდეს რაზეც ვსაუბრობდით, მაგრამ ეს მასალა რომ არ არის, ეს უკვე ამბავია. მეორე, რაც მე და მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს, ეს არის გორის კადრები ე.წ. საათის ეპიზოდი. ეს ჯერჯერობით, საქმეში არ არის, გამოთხოვილია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჯერჯერობით, არ მოუწოდებია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში გავეცნობით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics