|
2022-01-20 14:52:30, 970 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი - აშშ-ის მიზანი უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებაა, მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები
აშშ-ის ელჩი საქართველოში პარლამენტის და მმართველი პარტიის თავმჯდომარეებს შეხვდა. ელჩის განმარტებით შეხვედრა დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერება. "კარგი შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ჩვენ გვესაუბრა მის პრიოპრიტეტებსა და ხედვებზე. ასევე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდოამრეს და განგვეხილა პროპტიეტული საკითხები, როგორც შეხვედრაზე გვითხრეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხებია: სასამართლო რეფორმა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან ასოცირების ხელშერულების კონტექსტში და ასევე მუშაობა იმ დემოკრატიის გაძლიერების საკითხებზე, რაც ბაიდენის სამიტის ფარგლებში გაკეთდა." - თქვა კელი დეგნანმა. ამასთან ელჩმა ჟურნალისტებთან, რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაურა. კელი დეგნანაის განცხადებით, მიმდინარეობს გარკვევის პროცესი თუ რა ამოძრავებს რუსეთს და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები, რომელშიც საქართველოცაა ჩართული. "აშშ-ს საელჩო ამაყობს რომ თანამშრომლობს საქართველოსთან მრვალი მიმართულებით მაგალითად იმ მიმართულებით, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება განათლება და სხვ. პრიორიტეტული მიმართულებები. რაც შეეხება რუსეთის საკითხს და რეგიონულ უსაფრთხოებას ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრისისი ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ვართ გარკვევის პროცესში რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს და მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები ამ კუთხით ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში რაც მიმდიანრეობს ამ საკითხის გადასაჭრელად და უნდა აღინიშნოს, რომ ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ეს სიტუაცია ემუქრება ფუნდამენტურ პრინციპებს რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეფუძნება. ეს პრინციპები გვაძლევს საშუალებას, ვიზრუნოთ თავისუფლებაზე, ბევრ იმ უფლებაზე, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციით. ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ ამიტომ დღეს გაიმართება შეხვედრა მოპკავშირე წევრებთან დღეს ბერლინში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,"- აღნიშნა ელჩმა.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)