|
2022-01-19 12:30:11, 672 ნახვა
პოლიტიკა
ნევროლოგი – მიხეილ სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც საპატიმროში ნაკლებად რეალისტურია
მე ვიყავი ბოლო ვიზიტზე 11 იანვარს, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა 12 იანვრის მერე, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა. "მე ვიყავი ბოლო ვიზიტზე 11 იანვარს, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა 12 იანვრის მერე, გამოხატულია ნეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუტე, ასევე ანემია და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მაგრამ ვიხელმძღვანელეთ 12 იანვრით და პაციენტი იგივე მდგომარეობაშია ახლაც", – განაცხადა ნევროლოგმა. ამასთანავე, თენგიზ წულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩართვა, რომელიც მისივე თქმით, საპატიმრო პირობებში ნაკლებად რეალისტური, თუმცა შესაძლებელია. "ვფიქრობ, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, იგეგმება მართალია, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა, მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)