02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 15:07:31, 629 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ თანამშრომლებს

„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.
ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას აცხადებს.

ექს-პრეზიდენტის სიტყვით, საქართელოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროცესებით, იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ღირებული გამოცდილება და ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.

„ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.
ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.
იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები.
ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics