03:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 12:13:26, 1192 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია – ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტპატიმრები შემატებოდა

ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან მისივე სტანდარტითაც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელში, საქართველოში ვერც ერთ მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად. 

"სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ სხვადასხვა საქმის აღძვრით ოპოზიციურ ველს პოლიტიკოსებისგან გამოშიგნავდა, მაგრამ პირიქით, თქვენ ნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ. თუმცა, პრობლემა რა თქმა უნდა, არსად არ წასულა. უდიდესია პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება და ვიდრე პოლიტიკური მართლმსაჯულება, როგორც იარაღი, ხელში აქვს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს დაცულად", - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics