2022-01-05 16:34:51, 1162 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, ვასილ კაკაშვილი შევიდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის გამოკითხვა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირების პროცედურასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა.
გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვასილ კაკაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,