19:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-04 14:31:49, 832 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი – ​ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, მისი ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა. 

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ".- აღნიშნულია ღარიბაშვილის მილოცვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics