2021-12-30 12:09:51, 775 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე განმარტებას აკეთებს.
უწყება ადასტურებს, რომ ექს-პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ მისი ეტაპირება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან" გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ პენიტენციურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,