10:04 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 12:09:31, 753 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ნაცვლიშვილს - ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილის როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო, ბიუროზე როდის მოვიდე

ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ,,ლელო"-ს დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბიუროს სხდომის ჩატარებამდე საკითხის გადადებას ითხოვს. 

მაჭარაშვილის ამ განცხადებამდე ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ჩაშალეს ბიუროს სხდომა, სადაც მის პარტიას „ამნისტიის შესახებ“ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტები უნდა დაერეგისტრირებინა. 

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კანონპროექტის გატანის ეშინია. 

,,მოუწოდეთ საკუთარი პარტიის წევრებს, თუ გაქვთ ამდენი ძალაუფლება პარტიაში, რომ ჩაინიშნოს ბიურო, ან გადავდოთ განხილვა. ძალიან გთხოვთ ტყუილში ნუ შეგყავთ საზოგადოება! საგნობრივი მსჯელობა რომ გვინდოდა, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტები, მაგრამ თქვენ არც საგნობრივი მსჯელობა გინდათ და არც სიმართლის მოსმენა. ამაშია პრობლემა. რატომ გეშინიათ, რომ პლენარულ სხდომაზე დადგეს ორი კანონპროექტი და საზოგადოებამ შეაფასოს თქვენი კანონპროექტი აძლიერებს ადამიანის უფლებებს თუ ჩვენი? ამის რატომ გეშინიათ?“ - მიმართა ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics