|
2021-12-28 12:00:16, 523 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2021 წლის 28; 29; 30 და 31 დეკემბერს და 2022 წლის 2; 6; 9; 10 და 11 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. - ამის შესახებ საქართველოს რკინგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მათივე ცნობით, მატარებლის მოძრაობის განრიგი ასე გამოიყურება: მატ.№ დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 808/807 თბილისი-ბათუმი 10:30 16:09 18:20 23:52 "გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია. აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს." - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ ავრცელებულ იფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)