|
2021-12-27 16:27:03, 664 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მისივე თქმით, ეს საქმეებია - სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე. "ეს საქმეებია - სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე. ის საქმეები, რაც საზოგადოების დიდი რაოდენობის მიერ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების პროცესში ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, წინაპირობა ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მაგიდასთან, ყველა ვინც ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი",- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)