|
2021-12-26 14:45:00, 1728 ნახვა
სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოთის ყოფილ მერს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ მიიღო. სასამართლომ ირაკლი კაკულიასთან ერთად პატიმრობა სხვა თანამდებობის პირებსაც მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ცნობისთვის, ფოთის ყოფილი მერი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)