10:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 18:34:36, 2215 ნახვა

რეგიონი
ჰაიდელბერგცემენტმა კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა

ელფები, თოვლის პაპა, გასართობი თამაშები, ფერადი ბუშტები, ფეხბურთის ბურთები, კონკურსები და საჩუქრები გამარჯვებულებისთვის - ჰაიდელბერგცემენტმა კასპის ქარხნის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გამართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული საჩუქრები ბავშვებს ახლად აღდგენილ ფარნავაზის ქუჩაზე კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე გადაეცათ, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნა. შეხვედრაზე სასაჩუქრე პაკეტები მიიღო ფარნავაზის ქუჩაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმაც.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორი - ირაკლი მახარობლიძე.

ვახტანგ მაისურაძემ ირაკლი მახარობლიძეს თანამშრომლობისთვის, პატარების გახარებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.“ - ნათქვამია მუნიცპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics