23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 15:46:09, 804 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის შესახვევში გრუნტიან ტერიტორიაზე ბეტონის გზა მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N177-თან არსებული შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედლები და ბორდიური მოეწყო, 1 400 კვ.მ ფართობზე კი ბეტონის გზა დაიგო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.

„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. პირველ ეტაპზე, გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეცვალა წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც დავაგეთ გზის საფარი“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 146 300 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics