14:43 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 20:56:02, 794 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა და იგი პოლიტიკური პატიმარია

„დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია“, - მსგავსი მონოლოგით დაიწყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა.

მისი განცხადებით, დღეისათვის, საქართველო იმ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე დგას, რომლის მოსაპოვებლადაც ქართველმა ხალხმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიდი მსხვერპლი გაიღეს.

„დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა, რომ დღეს ყოფილიყო თქვენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, მოკლებულია ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics