|
2021-12-19 12:07:18, 631 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა განსახლების წესში ცვლილებები შევიდა
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს, რომლის ფარგლებში თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, წელს უკვე მეორედ გაიზარდა. 1. ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის. 2. ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ. 3. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროცედურისას, საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ მომზადება, რაც სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს. დევნილთა სააგენტო განსახლების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც. 4. ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას და თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ღირებულებას თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. „დევნილთა სააგენტომ ცვლილებები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესებს მაქსიმალურად მოარგო. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა როგორც თავად დევნილთა, ისე საექსპერტო ჯგუფების წინადადებები და რეკომენდაციები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა“, - აღნიშნულია განცხადებაში
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)