15:46 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 12:45:09, 792 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ–ის საელჩოს განცხადება ცესკო–ზე სამართლიანი არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ–ის საელჩოს მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით გავრეცლებული განცხადება არ არის სამართლიანი.

კობახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

"ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics