|
2021-12-16 16:39:13, 642 ნახვა
სამართალი
შსს - მიხეილ სააკაშვილის ბიძამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, გამოკითხვაზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, თემურ ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი გამოცხადა, შესაბამისად, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია საახალწლოდ საქართველოში ჩამოვიდა და დაკითხვაზე დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)