16:53 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 15:30:25, 840 ნახვა

პოლიტიკა
2013 წელს 17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

2013 წლის 17 მაისს, „თბილისი პრაიდის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს დადგენილებით, 17 მაისს ადამიანთა უფლებთა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად დაარღვია, რაც ლგბტ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი მე-14 მუხლთან ერთად, რაც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას დისკრიმინაციულად გულისხმობს.

სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ უზრუნველყო 2013 წლის 17 მაისს შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოება და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics