03:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 13:18:21, 488 ნახვა

საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა

პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა „ავერსის” ახალი აფთიაქი, რომელიც განსხვავებული დიზაინით, თანამედროვე კონცეფციით და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა.

აფთიაქის ინტერიერი და მომსახურების ფორმატი მთლიანად მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა.

აფთიაქში მრავალი სიახლეა. სააფთიაქო მომსახურება კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი რომ ყოფილიყო, დარბაზში დაიდგა უახლესი ტექნოლოგიის გერმანული თვითმომსახურების აპარატი, რომელიც მომხმარებელს დროს დაუზოგავს და შეძენის პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.

ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით “ავერსმა” უპრეცედენტო ფასდაკლება გააკეთა როგორც მედიკამენტებზე, ისე მოვლის საშუალებებზეც. გარდა ამისა, ახალგახსნილ აფთიაქში შესულმა ყველა მომხმარებელმა საჩუქარი მიიღო.

თავად მომხმარებლების აზრით:

ინა ლომჯარია:  

– აფთიაქში შემოვედი და გული გამინათდა - დიდი სივრცე, გამწვანება, სასიამოვნო გარემო და მოღიმარი გოგოები... მომსახურების ხარისხს “ავერსში” დიდი ყურადღება ეთმობა. ახალი აფთიაქიც ამის დასტურია.

გალია ასათიანი:

­- უამრავი საჩუქარი მივიღეთ. გახსნის დღესთან დაკავშირებით მყიდველებს სიურპრიზი მოგვიწყვეს. სასიამოვნოა, “ავერსი” ასე რომ ზრუნავს ხალხზე.

“ავერსს” დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 294 აფთიაქი აქვს. კომპანია კიდევ გეგმავს ამავე ფორმატის აფთიაქების გახსნას მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics