17:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 12:46:04, 657 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - არაა ჩვენთან ის რეალობა, „ოცნების“ წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარს ამბობს.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, არასწორია პოლრიზაციის დაძლევის პროცესის ამ ფორმით მიღება, რაც მისივე თქმით, „თამაში გამოვა“.

ხოშტარიამ დასძინა, რომ მზადაა, საქმიანად სალაპარაკოდ პრეზიდენტთან შესახვედრად ნებისმიერ ფორმატში მივიდეს.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი.

საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი, ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი, ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია "ნორმალურობის" და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად.

არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ.

ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი გონიათ ასე", - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics