18:31 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 19:21:58, 657 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - იმედი მაქვს, ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და ნიკა გვარამიას საქმის თაობაზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ კანონი, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნეს კონტექსტისა, ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად და მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული.


დიპლომატი თქმით, პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური დევნის აღქმაც კი, საზოგადოების სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას უკარგავს.


 „პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური დევნის აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობის მიმართაც. ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მე იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა ან ბიზნეს კონტექსტისა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics