19:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 17:23:55, 529 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ გარემოში - საპატრიარქოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ გორის ჰოსპიტალში შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს.

ეკა ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად სურვილისა, ექსპრეზიდენტს საპატრიარქოსთან შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია.

„მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს  ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, ნებისმიერ გარემოში. ეს იქნება, საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი - ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ ეს დაპირისპირება დასრულდეს. იგი ყველას მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნა გაჟღერებული და მოქმედებაში მოიყვანოს ნებისმიერმა ინიციატორმა თავისი ინიციატივა. ძალიან აგვიანდება ქვეყანას“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მედიასთან საუბრის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics