|
2021-12-10 22:23:28, 768 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა ავიაკომპანია „მაი ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანია „მაი ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხის გარეშემო არსებული კითხვები. სააგენტოს განმარტებით, ავიაკომპანია „მაი ვეის" სტრუქტურა და პარტნიორობის თანაფარდობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი არ არის, რის გამოც ავიაკომპანიას ამ ეტაპზე ლიცენზია შეუჩერდა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი კანონმდებლობით ძალიან ცალსახად არის დადგენილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. „შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით. თუმცა ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საუბარი და მუშაობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ, საბოლოო ჯამში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რათა შემდგომში კვლავ მიმართოს სააგენტოს და მოხდეს ლიცენზიის ხელახლა გაცემა. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)