|
2021-12-10 22:10:21, 761 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ზურაბიშვილზე - იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას
პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივა „მნიშვნელოვანია“. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას. “მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია, ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას”, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)