05:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 11:48:32, 553 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-თან შესაბამისობაზე საზედამხედველო აუდიტი ჩატარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საი გლობალ ჯორჯიას“ შეფასებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მუდმივად განვითარებადია და სრულად აკმაყოფილებს ISO 9001:2015 მოთხოვნებს.

საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სსტ/ისო 17025:2017/2018 აკრედიტაციისა და ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას,  2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას ქუთაისსა და ახალციხეში და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია)." - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics