|
2021-12-09 14:12:33, 488 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის 1 წელი შეაჯამა. ანგარიში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა წარადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცლეებს. უწყების ცნობით, თამარ მელიქიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობასა და ეფექტიან მუშაობაზე გაამახვილა. სააგენტოს დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამებიც გააცნო. დასავლური და ადგილობრივი პრაქტიკის შეჯერების შედეგად, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, შეიქმნა სისტემის მართვის ძლიერი ინსტრუმენტი - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. 2021 წელს ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაიწყო კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების-დეფიბრილატორების დაფინანსება, რის შედეგადაც მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება. შედეგად, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდის ოდენობა, რომელიც 20 000 ლარზე მეტი იყო, დღეს 700 ლარამდე ჯდება. 1 წლის განმავლობაში, კარდიო-დეფიბრილატორები 287 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გადაეცა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია. მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები. თამარ მელიქიძის განცხადებით, არსებული რესურსების მიზნობრივად და კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებითა და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის საგრძნობი გაუმჯობესება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)