06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 11:54:46, 428 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. აღნიშნული პროექტები „უეფას“ გრანტით ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ვაკეში, „ფიზკულტურის ინსტიტუტთან“, სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილში, გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში, ასევე ნუცუბიძეზე.  თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სივრცის დიდ დიღომში მოწყობას. ისტორიულად, ამ ტერიტორიაზე სტადიონი არსებობდა, მაგრამ მათი მოთხოვნაა, რომ ამ ადგილზე პარკი გაკეთდეს. 50 მეტრში რეკრეაციული სივრცე უკვე განვაახლეთ, მაგრამ ვითვალისწინებთ მათ სურვილს და საფეხბურთო მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics