06:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 11:07:53, 437 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია გამართა

"საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან მონაწილეობა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ მიიღო და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორს, ტურისტულ სექტორსა და საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ქუთაისის აეროპორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. 

"არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორს გავაცანით საქართველოს საავიაციო ბაზრის აღდგენის დინამიკა, ასევე ცალკე გამოვყავით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სულ მალე აბუ-დაბის საჰაერო გზით დაუკავშირდება. ვისაუბრეთ განახლებული აეროპორტის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე. ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ბაზარი საქართველოში მზარდია. რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან იქიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩებიან,-" განაცხადა ინგა ბაკურიძემ.

15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტურისტულ სექტორსა და საამიროების ტურისტულ სექტორს შორის B2B შეხვედრები გაიმართა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics